კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/gfhjndcghn.jpg

ხარაგაულში მოსწავლეებს შორის შაშში მუნიციპალიტეტის პირველობა  გაიმართა

"სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) სპორტულ დარბაზში მოსწავლე გოგონებსა და ვაჟებს შორის მუნიციპალიტეტის  პირველობა შაშში გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ასამდე მოსწავლემ მიიღო.

თამაშის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ პირველ სამ ადგილზე გასული გამარჯვებული მოსწავლეები. 
ვაჟები:

პირველი ადგილი - ოლეგ გოლუბიანი (ღორეშის საჯარო სკოლა);
მეორე ადგილი -  გიორგი მეგრელიშვილი (მარელისის საჯარო სკოლა);
მესამე ადგილი - ვალერი კაპანაძე (საღანძილის საჯარო სკოლა).


გოგონებს  შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
პირველი ადგილი - მარიამ მაქაძე (მესამე საჯარო სკოლა);
მეორე ადგილი  - ელა რამიშვილი (ღორეშის საჯარო სკოლა);
მესამე ადგილი - ქეთი გელაშვილი (ნადაბურის საჯარო სკოლა). 
საუკეთესო მოთამაშედ მსაჯთა კოლეგიამ მარიამ კვირიკაშვილი დაასახელა.

ნანახია: 5995 - ჯერ