კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/fdghjfcghnjm.jpg

„ცოცხალი წიგნები“ ხარაგაულში

პროექტის - „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, ხარაგაულს თანამედროვე მწერლების ჯგუფი - მანანა ჩიტიშვილი (პოეტი), გიორგი ლობჟანიძე (პოეტი, მთარგმნელი), ბექა ქურხული (პროზაიკოსი), გიორგი არაბული (პოეტი), ბესო ხვედელიძე (პროზაიკოსი), ვასო გულეური (საბავშვო პოეტი, მთარგმნელი) და ნინია სადღობელაშვილი (მწერალი) ეწვევა.
პროექტს მეხუთე წელია ა(ა)იპ კავშირი „პოეზიის მეგობართა კლუბი,“ მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. 
შეხვედრაზე მწერლები დამსწრე საზოგადოებას თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ და მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.
ღონისძიება ხარაგაულის კინოთეატრში 27 მაისს, 13:00 საათზე, გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.

ნანახია: 6154 - ჯერ