კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0582.JPG

ნოდარ ახალკაცის ტურნირი ვახანის გუნდმა მოიგო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, 3 ივლისს, სოსო და მურთაზ აბაშიძეების სტადიონზე სტარტი აიღო ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირმა ფეხბურთში.

ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ადმინისტრაციული ერთეულის გუნდები.   ტურნირის ფინალური შეხვედრა 8 ივლისს  გაიმართა, სადაც ერთმანეთს  ვახანისა და დაბის გუნდები  დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მეტად საინტერესო  და ძალზედ დაძაბული გამოდგა. მატჩი ვახანის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ შედგა დაჯილდოება. გამოვლინდნენ საუკეთესო ფეხბურთელები:

საუკეთესო მეკარის ტიტული წილად ხვდა  იაკობ შავიძეს,

საუკეთესო მცველი გახდა ზურაბ ეჯიბაძე, საუკეთესო ნახევარმცველი კი, გიორგი კურტანიძე, ხოლო ტურნირის ბომბარდირის წოდება გაიოზ ბლუაშვილს მიენიჭა. ასევე, დაჯილდოვდა  ტურნირის ასაკოვანი და ვეტერანი ფეხბურთელი  სოსო აბაშიძე, რომლის სახელსაც ატარებს ხარაგაულის საფეხბურთო სტადიონი.

გამარჯვებული ვახანის გუნდს ტურნირისათვის სპეციალურად დაზადებული თასი გადაეცა. ორგანიზატორების თქმით ტურნირი  ყოველწლიურად გაიმართება.

ნანახია: 5866 - ჯერ