რწმუნებულის თასი მინი ფეხბურთში იმერეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებს შორის გრძელდება.
4 აგვისტოს, ხარაგაულის სპორტ დარბაზში ერთმანეთს ხარაგაულისა და ვანის მუნიციპალიტეტის გუნდები შეხვდნენ.
მატჩი ხარაგაულის გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
შეხვედრას ხარაგაულისა და ვანის მუნიციპალიტეტის მერები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ხარაგაულის თვითმმართველობის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა პირველი თამაში ბაღდათთან 1:5 წააგო, ხოლო ზესტაფონის თვითმმართველობის გუნდთან ფრე - 5:5 ითამაშა.
მორიგ გასვლით თამაშს ხარაგაული, ბაღდათში, 11 აგვისტოს ჩაატარებს.
რწმუნებულის თასი იმერეთის მხარის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ხორციელდება და სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
მინი ფეხბურთის ფინალი 7 სექტემბერს გაიმართება.