კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0035.JPG

სოფელი, სადაც საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა - სარგვეშში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშში საბავშვო ბაღი გაიხსნა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რიგით მეთვრამეტე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძემ, ბაღების გაერთიანების დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
 სარგვეშში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა, სოფელში არსებული კონტიგენტიდან გამომდინარე მოსახლეობამ არაერთხელ დააყენა საბავშვო ბაღის აუცილებლობის საკითხი თვითმმართველობის წინაშე. ორი წლის წინ, ხარაგაულის მერის, ნკოლოზ თოფურიძის დაპირება სარგვეშის მაცხოვრებლებთან შეხვედრის დროს, დღეს, რეალობად იქცა.
პირველ ეტაპზე, ერთი წლის წინ, სოფელში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი შეიქმნა, რომლის ფუნქციონირებაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან გიორგაძემ. დღეს კი, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელშეწყობით სოფელს უკვე აქვს 15 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი.
 აღსანიშნავია, რომ სარგვეშის სკოლამდელ დაწესებულებას, ბავშვებთან მუშაობის 20 წლიანი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა მამაკაცი კახა ციცვიძე უხელძღვანელებს.
საბავშვო ბაღში 5 ადგილობრივი დასაქმდა.

ნანახია: 6216 - ჯერ