ხარაგაულში საბალეტო სტუდიამ ფუნქციონირება დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, პირადი ინიციატივით, სტუდიას, სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელი წრისთვის საჩუქრად მუსიკალური აპარატურა გადასცა.
საბალეტო სტუდიაში მიღება ფუნქციონირებს სამ ასაკობრივ ჯგუფში: 4-დან 7 წლამდე, 7-დან 12 წლამდე და 12 წლის ასაკიდან ზემოთ ნებისმიერი მსურველისთვის. მეცადინეობები კვირაში სამი დღე, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას ჩატარდება.
გარდა საბალეტო ხელოვნებისა, თბილისიდან სპეციალურად მოწვეული პედაგოგ-ქორეოგრაფი, ინგა თოფლიშვილი მსურველებს შეასწავლის სამეჯლისო ცეკვებს, ასევე შესაძლებლობა გეძლევათ დაეუფლოთ პლასტიკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.