კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0545.JPG

ხარაგაულში სპორტინგის ჩემპიონატი ჩატარდა

სპორტინგი - ასე ეწოდება სპორტის სახეობას, რომელიც სტენდით სროლაში შეჯიბრს გულისხმობს.
ხარაგაული ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც მოყვარულებს შორის სპორტინგის ჩემპიონატი ჩატარდა.
ტურნირი 4 ეტაპად გაიმართა, რომელიც ყველა შემდეგ ეტაპზე რთულდებოდა.
14 მონაწილიდან ნახევარ ფინალში ექვსი მონაწილე გადავიდა. საბოლოოდ კი, სამი გამარჯვებული გამოვლინდა. 
პირველი ადგილი კოტე კვირიკაშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე მალხაზ სარალიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მერაბ ყანჩაველი გახდა.
სპორტის ეს ურთულესი სახეობა საქართველოში 2009 წლიდან იკიდებს ფეხს და ჩემპიონატები ძირითადად, თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე იმართება.
ხარაგაულში ტურნირი, საქარიქედის მინდვრებზე ჩატარდა და დიდი ოვაციების ფონზე ჩაიარა. მონაწილეებმა ერთსულოვნად აღნიშნეს, რომ ერთი ძალიან აზარტული და სასიამოვნო დღე გაატარეს.
სპორტინგის ორგანიზატორია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური.
ტურნირზე სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული იყვნენ სპორტინგის კონსტრუქტორები და ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის ტურნირში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება.

ნანახია: 6810 - ჯერ