კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/83560794_1227030644174620_8299529003891425280_n.jpg

ხარაგაულში ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით დაიწყო მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის. „ზამთრის თასი" - ასე ეწოდება ჩემპიონატს, რომლშიც სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, ხარაგაულის რკინიგზის სადგურის, სატყეო მეურნეობის, მუნიციპალიტეტის მერიის, საავადმყოფოს, კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების და სამშენებლო კომპანია „ბლექსი გრუპის“ თანამშრომლები მონაწილეობენ. 

28 იანვარს ჩატარდა ორი შეხვედრა,  სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სპორტსკოლისა და ხარაგაულის მერიის, (მატჩი დასრულდა მერიის  გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:5) და სატყეო მეურნეობისა და „ბლექსი გრუპის“ გუნდები(მატჩი დასრულდა „ბლექსი გრუპის“ გუნდის გამარჯვებით  ანგარიშით 0:4).

29 იანვარს შედგება მატჩები კეთილმოწყობის და დასუფთავების გაერთიანების და ხარაგაულის რკინიგზის გუნდებსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საავადმყოფოს გუნდებსა შორის. 

ჩემპიონატი ოლიმპიური წესით იმართება, რაც იმას ნისნავს რომ წაგებული გუნდი ავტომატურად ეთიშება ჩემპიონატს. 

 

ნანახია: 5034 - ჯერ