ხარაგაულს მთავრობის განკარგულებით 2 მილიონ 809 ათას 799 ლარი გამოეყო.
  აღნიშნული თანხით 15 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
       მათ შორის პრიორიტეტი მიენიჭა გარდამავალ პროექტებს, რომლებიც დაიწყო 2020 წელს და უნდა დასრულდეს მიმდინრე წელს. 
       საერთო ჯამში 2 809 799 ლარით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება შემდეგ სოფლებში:
   
       ➣ სოფელ ვარძიის (პირველი უბანი - პაპიძე, ჩხიკვაძეები, ოკრიბელაშვილები) გზის რეაბილიტაცია;
       ➣ სოფელი მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;
       ➣ ჩხერის გზის რეაბილიტაცია(პირველაი ეტაპი);
       ➣ ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
       ➣ ბაზალეთში საუბნო გზის(ჭიპაშვილების უბანი) რეაბილიტაცია;
       ➣ მარელისში ცისკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია(პირველი ეტაპი);
       ➣ საქარიქედი(მუხების უბანი)-ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
       ➣ ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
       ➣ სოფელი ქვების გზის რეაბილიტაცია(მეორე ეტაპი);
       ➣ ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
       ➣ სოფელი სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი);
       ➣ სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია;
       ➣ სოფელ ვერტყვიჭალაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილები; ეკლესია);
       ➣ ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი);
       ➣ სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხელიურის უბანი);