საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/161963871_2166338493501067_1515667086542022380_o.jpg

შეამჩნიე - ხარაგაულის მერიამ სოციალური აქცია წამოიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად სოციალური ხასიათის აქცია შეამჩნიე წამოიწყო.
აქციის ფარგლებში ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კიკნაძესთან და გენდერული თანასწორობის საკითხებში მერის თანაშემწე, ინგა ბერაძესთან ერთად სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი ბავშვების დედა თეა ბაკურაძე მოინახულა და მისი საჭიროებები მოისმინა. სულ მალე ის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამის მოსარგებლე გახდება.
„თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ.განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ დედები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მათი ყოფითი ცხოვრება ცოტათი მაინც გავაუმჯობესოთ“ - განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.
„ხარაგაულში ძალიან ბევრია მარტოხელა დედა, რომელსაც სტატუსი არ აქვს, მაგრამ, მძიმე პირობებში მარტო უწევთ ცხოვრება და ოჯახის მძიმე ტვირთის ზიდვა. ამ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, პერიოდულად შეისწავლის ასეთი ოჯახების საჭიროებებს და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად შეეცდება მათ დახმარება გაუწიოს“ - ამბობს ინგა ბერაძე.
აქციის მიზანია შევამჩნიოთ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები და ამ ადამიანებს მათ საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა სახის დახმარება შევთავაზოთ.
ნანახია: 2346 - ჯერ