საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/656as5d46a5sd4a6s5gf46as5df4a6s5fdasf.jpg

ხარაგაულის მერი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას განაგრძობს

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას აქტიურად განაგრძობს. მერი, ახალსოფელსა და თეთრაწყაროში, მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურის დათვალიერების პარალელურად, მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები , და სამომავლო მოლოდინები ადგილზე მოისმინა.

კობა ლურსმანაშვილი პირადად გაეცნო ფარცხნალი - ახალსოფელის დამაკავშირებელი გზის დამამთავრებელ სამუშაოებს და უშუალოდ დაათვალიერა , გზის ის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაც , პროექტის შემდეგ ეტაპზე, უახლოეს მომავალში დაიწყება.

კობა ლურსმანაშვილი: ,,ფარცხნალი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის სამუშაოები დასრულდა, ახალსოფლის ცენტრალური სასოფლო გზის რეაბილიტაცია გრძელდება , პროექტის ღირებულება 313 ათასი 777 ლარია , ჩვენ  ერთი გარდამავალი ეტაპი დაგვრჩა, რომლის დაფინანსებასაც  მოვიპოვებთ და  ხარაგაული -ფარცხნალი - ახალსოფლის გავლით თეთრაწყაროში,  ცენტრალურ გზას დავუკავშირდებით. ამით ფარცხნალის და  ახალსოფლის მოსახლეობის გადაადგილების მრავალწლიანი პრობლემა მოგვარებული იქნება.“

წელს თეთრაწყაროში შიდა საუბნო გზების მოსაწესრიგებლად 150 ათასი ლარი დაიხარჯა. საუბნო გზების მოწესრიგება სოფელში სამომავლოდაც იგეგმება.

 ,,ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოფლად  ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა  ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდება. გავეცანი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, მოვინიშნეთ ის საკითხები, რისი მოგვარებაც აუცილებლად პრიორიტეტი იქნება სამუშაო პროცესში“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

ხარაგაულში, ამინდების გაუმჯობესების შესაბამისად, სამშენებლო კომპანიები აქტიურ  სამუშაო  ფორმატში  გადავიდნენ. თითქმის ყველა დაგეგმილ  პროექტზე  მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

,, ჩვენ ვფიქრობთ , რომ საგზაო ინფრასტრუქტურა, მერიას , ვადების დაცვით, ხარისხიანად ჩაბარდება. ეს ის პროექტებია , რომელსაც  ჩვენი მოსახლეობა  დიდხანს ელოდებოდა. ეს  პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება, მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოსთან ერთად მაქსიმალურადაა ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებებზე და ვფიქრობთ  წარმატებული წელი ექნება ხარაგაულს, პროექტების შესრულების  თვალსაზრისით  ჩავარდნები არ გვექნება  და არის მოლოდინი რომ კიდევ მეტ დაფინანსებას შემოვიტანთ“ - აცხადებს ხარაგაულის მერი.

ახალსოფელსა და თეთრაწყაროში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში  მცირებიუჯეტიანი პროექტებით, დამატებით,  გარე განათებები , წყლის სისტემების მოწესრიგება და  მოსახლეობის სხვა მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში  890 ათასი ლარი დაიხარჯება.ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერია, თანადაფინანსებაში შევა  იმ საჭიროებების  დასაფინანსებლად, რომელთა  შესასრულებლად სოფელს , სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, არასაკმარისი თანხა აღმოაჩნდათ და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 193 ათას ლარი დაიხარჯება .

 

 

 

ნანახია: 1484 - ჯერ