საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd6a4sd65asd.jpg

ჩაიფიქრე_ხარაგაული -,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ საკონკურსო იდეა

,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი” პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნციიპალიტეტის მერიაში სულ 25 საპროექტო წინადადება შემოვიდა, ხმის მიცემის ეტაპზე 16 იდეა გადავიდა. მათგან ერთ-ერთი იდეა ხარაგაულელ ზურა თაბუკაშვილს ეკუთვნის.

,,ხარაგაული ჩაიფიქრე“ ასეთია  პროექტის სახელწოდება, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში პატარა ხარაგაულის სერზე განხორციელდება.

ზურა თაბუკაშვილი, კომპანია  ,,numbers'' -ის ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

კოვიდ პანდემიის გამო, ზურა  დისტანციურად მუშაობს ხარაგაულიდან. სწორედ აქ ყოფნის პერიოდში გაიგო თავის მეგობრისგან  პროგრამის ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ შესახებ.

,,ჩემი ბავშვობა  სწორედ პატარა ხარაგაულს უკავშირდება. იმ ადგილთან, სადაც პროექტის განხორციელება მსურს  არაერთი მოგონება მაკავშირებს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ შესაძლებლობის გამოყენება, რომ ადგილი, საიდანაც ხარაგაულის ულამაზესი ხედები იშლება , საინტერესო და სიმბოლური გახდეს, როგორც ადგილობრივებისთვის ასევე სტუმრებისთვის.

პროექტის აღწერა: სარეკრეაციო ზონის მოწყობა პატარა ხარაგაულის სერზე, კერძოდ ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ არის უმშვენიერესი ხედები, სასიამოვნო გარემო, რაც ხაზს უსვამს ჩვენი რაიონის სილამაზეს. სარეკრეაციო ზონაში მოიაზრება ორსაჯდომიანი საქანელა,რომელიც   მნახველს მისცემს  საშუალებას მოწყდეს რეალურ სამყაროს, თითქოს დაფრინავს ხარაგაულის თავზე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით,  ასევე ფოტოს გადასაღები ჩარჩო , რომელიც უბიძგებს ადგილზე მისულ ტურისტებსა თუ ადგილობრივებს გადაიღონ ფოტოები, განათავსონ ისინი სოციალურ ქსელში და გაუზიარონ ფართო საზოგადოებას,რაც  საბოლოოდ ხელს შეუწყობს ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის ზრდას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ასევე   გადმოსახედი ე.წ. ,,ფანჩატურის“ მოპწყობას, მისი მეშვეობით  ადგილზე მისულ ადამიანებს   შესაძლებლობა ექნებათ ხანგრძლივად  დატკბნენ არაჩვეულებრივი გარემოთი, და ბუნებასთან ახლოს და ხმაურისგან შორს დაისვენონ.

3️⃣1️⃣ ოქტომბრამდე ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საპროექტო წინადადება და მხარი დაუჭიროთ მის გამარჯვებას.

https://bit.ly/3lOrBnW

❗ხმის მიცემის პრინციპი:  საპროექტო წინადადებაზე ხმის მიცემა შეუძლია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს. თითო მოქალაქეს აქვს 1️⃣ პროექტზე ხმის მიცემის უფლება.

ხარაგაულის მერია ინდივიდუალურად გაგაცნობთ  კენჭისყრის ეტაპზე  გადასული პროექტების ავტორებს და მათ იდეებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

პროექტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 

ნანახია: 1768 - ჯერ