საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/bla12bla2_1.jpg

ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა

დღეს ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში, ხარაგაულის სკოლის გუნდებს შორის ფრენბურთში შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში ვახანის,ლეღვანის, ბორის სკოლა პანსიონის , დაბის მეორე და მესამე საჯარო სკოლის და გიმნაზიის  გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალში ერთმანეთს დაბის მეორე საჯარო  და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის სკოლის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს.

პირველი  ადგილი მეორე საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე  გიმნაზიიის გუნდმა.

საუკეთესო მოთამაშედ დაბის მეორე საჯარო სკოლის მე 11 კლასის მოსწავლე თემურ გოლუბიანი დასახელდა.

გამარჯვებულ გუნდებს  და მოთამაშებს  სიგლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

გია ჭიპაშვილის ინფორმაციით, ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში სპორტული აქტივობა ყოველ პარასკევს გაიმართება. 

ფრენბურთის შეჯიბრი,  კოვიდრეგულაციების დაცვით წარიმართა.

ნანახია: 986 - ჯერ