საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/257951382_1040309763408208200_n.png

ხარაგაული უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 25 ნოემბრიდან იწყებს ონლაინ კამპანიას, რომლის დროსაც ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge ყოველდღიურად განთავსდება ვიდეო-რგოლები და ნარატიული ინფორმაცია ძალადობის ფორმებისა და სახეების თაობაზე. ასევე, გამოქვეყნდება ინფოგრაფიკა, რომელიც ასახავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა/დამნაშავეთა გენდერულად სეგრეგირებულ სტატისტიკას.

ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მიზნით, ვგეგმავთ სხვადასხვა ფორმის სოლიდარობის კამპანიის მოწყობასაც და რაც მთავარია, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე 16 დღის განმავლობაში, ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭო გეგმავს საინფორმაციო სოც. მედია აქტივობების განხორციელებას.

ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.

 

 

 

ნანახია: 1754 - ჯერ