საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/Capture321.JPG

საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიას პავლე კიკალიშვილი უხელმძღვანელებს

ახალ საკრებულოში პავლე კიკალიშვილი ოთხი ადმინისტრაციული ერთეულის ლაშის, ბაზალეთის, სარგვეშის და ღორეშის მაცხოვრებლების ინტერესებს დაიცავს და ასევე საკრებულს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას უხელმძღვანელებს.

პავლე კიკალიშვილი წინა მოწვევის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა.

ასევე გახლდათ ლაშის მაჟორიტარ დეპუტატი.

,,ხარაგაულში სულ პირველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გახლდით, შესაბამისად ჩემთვის ამ სფეროში მოღვაწეობა უცხო არაა. თუმცა მაშინ ისეთი რთული პერიოდი იყო, რაიმე ღირებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვეძლეოდა. ახლა როცა ვხედავ, რომ ქვეყანა სწრაფი ტემპით ვითარდება და არაერთი კარგი საქმე კეთდება, რა თქმა უნდა, მეც მსურს ამ პროცესის თანამონაწილე ვიყო და ჩემს მოსახლეობაზე ვიზრუნო.

ეს ოთხი წელი საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი იყო, ბევრი კარგი და საჭირო პროექტები განხორციელდა ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში. ყოველთვის გვერდით მედგა აღმასრულებელი ხელისუფლება, თუ წარმომადგებლობითი ორგანო.

თითოეული ჩემი ამომრჩევლის წუხილი გულთან მიჰქონდათ და კომპეტენციის ფარგლებში მეხმარებოდნენ.

ასე გაგრძელდება სამომავლოდაც, ამჯერად უკვე ოთხი თემის პრობლემებზე უნდა ვიზრუნო. თითქმის ყველა ოჯახს ვიცნობ, ვიცი მათი მოთხოვნა რა არის და რისი გაკეთება სურთ.“

ნანახია: 2053 - ჯერ