საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfgdf.jpg

შშმ პირთა საჭიროებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში პროექტის „შშმ პირების მხარდაჭერისთვის“ ფარგლებში მერიის სოციალური სამსახურისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

პროექტი საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზაცია  "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მცირე გრანტის ფარგლებში ხორციელდება.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, პროექტის ხელმძღვანელმა, სოფიო ქარჩხაძემ და სოციალურმა მუშაკმა, იზაბელა ეჯიბიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.  გაიმართა დისკუსია  მუნიციპალიტეტის    სერვისებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კვლევისას გამოვლენილი  საჭიროებების თანხვედრაზე.   ასევე,  მიმოიხილეს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების საკითხები.

ნანახია: 2940 - ჯერ