საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/275748443_3317626248484525_4054275235819101037_n.jpg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა

 მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  დაგეგმილი ბოლო შეხვედრები მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სამი სოფლის მოსახლეობასთან გამართა.

 სოფლის კრებებზე , ერთობლივი კონსულტაციებით, მოლითის, ბაბის, ქვებისა და ჭარტალის მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს.

დავით დევდარიანმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა:

 დავით დევდარიანი: „ხარაგაულის მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებში. მათ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დააყენეს, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდება.

შეხვედრებზე, სოფლის მოსახლეობა ძირითადად გზისა და წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.

ზოგიერთ პროექტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი დაფინანსება არ იყო საკმარისი, ამიტომ მერიამ უზრუნველყო, საკუთარი ბიუჯეტიდან თანხების მობილიზება.”

სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით შემდეგი პროექტები განხორციელდება :

მოლითი

1.გზის შეკეთება

2.წისქვილის შეკეთება

3.წყლის სისტემის რეაბილიტაცია 

ბაბი 

1.წყლის ავზის რეაბილიტაცია

  1. წყლის ორი რკინა-ბეტონის ავზის მშენებლობა.

ქვები

1.სანიაღვრე არხის მოწყობა

  1. წყლის სისტემის მოწყობა

ჭარტალი

1.წყლის სისტემის მოწყობა

ნანახია: 1623 - ჯერ