ბოლო ორი წლის განმავლობაში ხარაგაულში სასოფლო გზების მოსაწყობად 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა!
წლის ბოლომდე კეთილმოწყობილი იქნება ხარაგაულის 52 სოფლის გზა, რაც, ჯამში, 80 კმ.-დე მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგებას გულისხმობს.
პროექტები რეგიონული განვიათრების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა!
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 78 სოფელია!
წინასაარჩევნო დაპირება - გზა ყველა სოფელს - გრძელდება და 2021 წლისთვის გზების კაპიტალური რეაბილიტაცია 78-ივე სოფელში დასრულდება.