საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0005khjgsdkahgsd.JPG

ნადაბურში გზის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მისასვლელი 6 კმ-მდე გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 
ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებმა სოფელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მონიტორინგი განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში ნადაბურში, გზის მთელ სიგრძეზე, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები.

მნიშვნელოვანია, რომ გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულია ორი ადგილობრივი მოსახლე.

სახელშეკრულებო ვადებით საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სოფელში ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. 
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 727 502 ლარით დაფინანსდა. 

 
ნანახია: 4946 - ჯერ