ქვეყნდება ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
2011 წლიდან სს „საქართველოს რკინიგზა“ (შემდგომში რკინიგზა) ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს (შემდგომში პროექტს), რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
პროექტის მთავარი მიზნია უღელტეხილის მონაკვეთზე მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობიდან ექვსივე გვირაბის მშენებლობა დასრულებულია. მოდერნიზაციის პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საუღელტეხილო მონაკვეთის გამტარუნარიანობა გაიზრდება 48 მლ ტონამდე, ხოლო სრული ავტობლოკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში 100 მლ ტონამდე. ამას გარდა შემცირდება რკინიგზის ექსპლუატაციის და მოვლის ხარჯები.
პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა სხვადასხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (შემდგომში საექსპროპრიაციო ქონება), მათ შორის:
რკინიგზის მხრიდან წარმოებული მოლაპარაკებების მიუხედავად, აღნიშნულ მოქალაქეებთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება საექსპროპრიაციო ქონების მორიგებით გამოსყიდვის თაობაზე. მედიაციის რესურსის ამოწურვის შემდეგ, მოქალაქეებს დამატებით, წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის თაობაზე და მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, სსიპ „ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განსაზღვრული ღირებულების სანაცვლოდ. მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, რკინიგზა იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად, რაც ითვალისწინებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევას შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და კანონის დანაწესის შესაბამისად, რკინიგზამ დაიწყო ექსპროპრიაციის პროცედურები.
„სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/388 ბრძანებით, რკინიგზას მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, პროექტის ზემოქმედების ქვეშ არსებული, ზემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ბრძანება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე.
რკინიგზა, უახლოეს მომავალში მიმართავს სასამართლოს, საექსპროპრიაციო ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით