საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/45049751_298617330980083_3988120929564622848_o.jpg

დეისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დეისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

სოფლის ცენტრალური გზის 2,5კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება რეგიონული განვითარების ფონდიდან 536 940 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები, მოხდება ასევე გვერდულების შევსება. 

სოფელ დეისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშოები ხარაგულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. 

ნანახია: 6112 - ჯერ