ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 1-2 დეკემბერს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურ ფაზაშია. მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობდა, 2 დღის განმვალობაში დროულად ახდენდა ზარალის აღწერას.
მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ჩრდილში 4 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. დაზარალებული ოჯახები ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ და მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ მოინახულეს და დაზიანებები ადგილზე დაათვალიერეს.
ამ დროისთვის, მერიას უკვე შეძენილი აქვს დაზიანებული 39 შენობა ნაგებობებისა და სახლებისათვის საჭირო ხის მასალა და თუნუქის სახურავები (ჯამში 2 612 კვ.მეტრი).
მიმდინარეობს გადასახური მასალის ადმინისტრაცუილ ერთეულებში გადანაწილება.
ორი დღის განმავლობაში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა დაბა ხარაგაულში, ბაზალეთის, ბორითის, ვახანის, ვარძიის, ღორეშის, ხუნევის, ზვარისა და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.