ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხევი-უბისას მონაკვეთზე (F2 - II სექცია) ავტობანის მშენებლობის მიზნით ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანიის - Hunan Road and Bridge Construction Group -ის მთავარ მენეჯერს ტაი სინაგიანგს და წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრზე მშენებლობის დაწყებამდე მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.
ჩინური მხარის განცხადებით, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების დროს აუცილებელია მჭიდრო კონტაქტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
მოგეხსენებათ ხევი-უბისას 12,2 კილომეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის, რაც ოთხზოლიანი გზის საფარის მოწყობას, 35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას გულისხმობს.
როგორც შეხვდრის დროს აღინიშნა, მოსამზადებელი სამუშაოები 3-4 თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც 2019 წლის გაზაფხულზე ავტობანის მშენებლობა დაიწყება.
სახელშეკრულებო ვადებით ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.