საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/azdghxfgjgd.jpg

ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

სეზონური გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, პაციენტებისთვის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე ანტივირუსულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს პრეპარატ  ''ტამიფლუს '' გარკვეული რაოდენობა გადასცა.

პრეპარატი გაიცემა ბავშვებზე, ორსულებზე, სოციალურად დაუცველ პირებზე, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით (დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის,ონკოლოგიური ) დაავადებულ პირებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ექიმის მიერ ფორმა #100 ში, მითითებული იქნება პრეპარატის საჭიროების შესახებ. ფორმა #100-თან ერთად პაციენტმა უნდა წარმოადგინოს რეცეპტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე

577 140 192 ლელა კაციტაძე,  577 927 267 შმაგი ხიჯაკაძე

ნანახია: 12319 - ჯერ