საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/fghghjghjkj.JPG

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, პირველი, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, იწყება სოფლისთვის და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 430 000 ლარია გამოყოფილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ უკვე გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზე, მერის წარმომადგენლებთან შეთანხმებით შედგა სოფლის საერთო კრებების ჩატარების გრაფიკი.

გრაფიკის მიხედვით, ხარაგაულის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება 1 თებერვლიდან დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება. გრაფიკშივე მითითებულია თანხა, რომელიც სოფლის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა განსაზღვრული.

შეხვედრების დაწყებამდე მერის წარმომადგენლები, მოსახლეობაში გაავრცელებენ საპროექტო წინადადების ფორმას, რომელსაც შემდეგ წარმოადგენენ ინფრასტრუქტურის სამსახურში. მოსახლეობის მიერ უკვე შერჩეული იდეების განხილვა მოხდება სოფლის საერთო კრებაზე, სადაც ჩატარდება ფარული კენჭისყრა და დაფინანსდება პროექტი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა განიხილა ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კრებების დაგეგმვასთან და მის სამართლებრივად სწორად წარმართვასთან დაკავშირებით.

სოფლის მხრადჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად, დეტალურ, ინფორმაციას გაეცნობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge.

ნანახია: 5788 - ჯერ