საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghkhj%2Chb.jpg

ხიდრის მოსახლეობა გამოყოფილი თანხით სარიტუალო სახლს მოაწყობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის კრებას ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ვიცე-მერი არჩილ მაღრაძე უძღვებოდნენ.

სოფელმა, სადაც 600-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, ერთხმად გადაწყვიტა, რომ მათთვის გამოყოფილი 16 000 ლარით, სოფელში არსებული სარიტუალო სახლი მოაწყონ. კერძოდ, შეიძინონ ინვენტარი და მოაწესრიგონ ეზო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 860 000 ლარს მიიღებს.
საერთო კრებები 28 თებერვალს დასრულდება. 
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მიერ არჩეული პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება.

იხილეთ ოქმი

ნანახია: 5102 - ჯერ