22 თებერვალს ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის საერთო კრებები გაიმართა.
საერთო კრებების ჩატარებას ნადაბურში ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მოადგილეებთან არჩილ მაღრაძესთან და თემურ ჩხეიძესთან ერთად უძღვებოდა.
ორი სოფლის, გოლისისა და ნადაბურის მოსახლეობამ გამოყოფილი თანხით პრიორიტეტულ პროექტად სასაფლაოს შემოღობვა აირჩია.