ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 11 სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განათების სისტემის, ძელ-სკამებისა და დაზიანებული ბორდიურების აღდგენა.
პატარა ხარაგაულის სკვერში გათვალისწინებულია პატარებისთვის სათამაშო ატრაქციონის დამონტაჟება და სპორტული მოედნის მოწყობა.
მთლიანად განახლდება ხარაგაულის მერიის წინ მდებარე სკვერი.
პროექტის ღირებულება 168 778 ლარს შეადგენს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჭედა“ ასრულებს. სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.
ხარაგაულში არსებული სკვერები:
1. ჩოხოსნების სკვერი;
2. თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერი;
3. მერიის წინ, 9 აპრილის ქ. N15-ში მდებარე სკვერი;
4. ვეფხვია ღონღაძის სახელობის სკვერი;
5. დაბაში, ცენტრალური პარკის წინ მდებარე სკვერი (მემორიალთან);
6. დაბაში 9 აპრილის სახელობის სკვერი (ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილებასთან);
7. ე.წ. „დევების სკვერი“
8. ევგენი ხარაძის სახელობის სკვერი;
9. ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მდებარე სკვერი;
10. პატარა ხარაგაულში მდებარე სკვერი;
11. დაბაში სპორტსკოლის მიმდებარედ არსებული სკვერი.