ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა.
მუნიციპალიტეტის მერმა 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რამდენიმე პროექტზე მშენებლობა უკვე დაწყებულია და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
ნიკოლოზ თოფურიძემ მუნიციპალიტეტში წყალთან დაკავშირებული პრობლემებიც განიხილა და აღნიშნა, რომ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში უკვე თავმოყრილია სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ყველა საჭირო მასალის დოკუმენტაცია და ამ პრობლემის მოგვარება მალე დაიწყება.
სამუშაო თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი პროექტების მიმდინარეობაზე. როგორც თათბირზე აღინიშნა, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ორ კვირაში დასრულდება და საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.