საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/4755b38f440d110b601ea476a0f67d21.jpg

2019 წელს კიცხი და ლაშე გაზიფიცირდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლიდან გაზმომარაგებისთვის ინტენსიური სამუშაოები განხორციელდება.

წელს გამრიცხველიანდება სოფლები - ლაშე და კიცხი. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის 5 აპრლის #791 განკარგულებაში, რომელსაც საქართველოს მასშტაბით გაზმომარაგების 3 წლიანი (2019-2021 წწ.) გეგმა დანართის სახით ახლავს.

როგორც გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში აცხადებენ, კიცხისა და ლაშის გაზიფიცირებისთვის პროექტები 2016 წელს მომზადდა და ამიტომ პირველ რიგში ეს სოფლები გამრიცხველიანდება. კიცხში 425 აბონენტი, ხოლო ლაშეში - 196.

რაც შეეხება, სოფელ ფარცხნალსა და საქარიქედს, რომლის გაზიფიცირებაზეც იყო  საუბარი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, გაცნობებთ, რომ საპროექტო სამუშაოები სოფელ ფარცხნალში წელს დაიწყება, ხოლო გაზიფიცირება 2020 წელს დასრულდება. სოფელ საქარიქედში კი წელს წინასაპროექტო კვლევა ჩატარდება.

2019 წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო  წინასაპროექტო კვლევები ჩატარდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 46 სოფელში.  

ხონში, პატარა ვარძიაში, ციცქიურში, გრიგალათში, წაქვაში, ხევში, ვერტყვიჭალაში, ვერტყვილაში,  ხიდარში, წყალაფორეთში, ლახუნდარაში, ბორში, ღუდუმექედში, ვახანში, სერბაისში, ლეღვანში, მარელისში, დეისში, ბეჟათუბანში, ჭარტალში, ნებოძირში, ქვებში, ბაბში, ანიულაში, სარგვეშში, ხორითში, საბეში, მიროწმინდაში, საღანძილეში, ზარანში სხლითში, ღორეშაში, უჩამეთში, ხემაღალში, ლაშის იგორეთში, ბორითში, საქასრიაში, მაქათუბანში, უბისაში, ერეთაში, ვაშლევში, კვესრევში, ამაშუკეთში, ნადაბურში, ხუნევში.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, 2019-2021 წლებში, ქვეყანაში კიდევ 217 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება. შედეგად, საქართველოს მასშტაბით, 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ექნება ბუნებრივ აირი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული.

სამუშაოებს შესარულებს შპს „საქართველოს გაზის  ტრანსპორტირების კომპანია“.

ნანახია: 7508 - ჯერ