დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2017-2018 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე, განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი, წარჩინებული მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს მედლების გადაცემა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ხარაგაულის მასშტაბით სულ 25 ახალგაზრდა დაჯილდოვდა ოქროსა და ვერცხლის მედალით, აქედან 13 ოქროს მედალოსანია.
- გოგა აბაშიძე - დაბის მე-2 საჯარო სკოლა (ოქროს მედალი);
- ბერიკა ებანოიძე - დაბის მე-2 საჯარო სკოლა (ოქროს მედალი);
- კესო შარიქაძე - დაბის მე-2 საჯარო სკოლა (ოქროს მედალი);
- ლუკა თაბუკაშვილი - დაბის მე-3 საჯარო სკოლა (ოქროს მედალი);
- ამანდა ხვედელიძე - დაბის მე-3 საჯარო სკოლა (ოქროს მედალი);
- ანა მაღრაძე - ვახანის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი);
- საბა გრიგალაშვილი - ხევის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი);
- სოსო გოგოლაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი);
- ლაშა ლურსმანაშვილი - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი);
- გრიშელ გამრეკელაშვილი - კიცხის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი);
- ერეკლე გამრეკელაშვილი - კიცხის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი);
- მეგი მიქაბერიძე - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ოქროს მედალი);
- ნათია რამინიშვილი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ოქროს მედალი);
- გიორგი ნიქაბაძე - დაბის მე-3 საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი);
- ბორის ზვიადაძე - კიცხის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი);
- თამარ კურტანიძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი);
- ნინო გელაშვილი - წმინდა ანდრა პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ვერცხლის მედალი);
- გიორგი ლომსაძე - წმინდა ანდრა პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ვერცხლის მედალი);
- ნინო რამიშვილი - წმინდა ანდრა პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ვერცხლი მედალი);
- ეთერ ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი);
- მედეა ინასარიძე - ვახანის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი);
- მარიამ კვინიკაძე - წიფის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი);
- თამუნა ტალახაძე - წიფის საჯარო სკოლა ( ვერცხლის მედალი);
- თეონა ტალახაძე - წიფის საჯარ სკოლა (ვერცხლის მედალი);
- რომა გრიგალაშილი - ხევის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი).