საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0325.JPG

ხარაგაულში სტიქიის პრევენციისთვის, მდინარე ძირულაზე, ნაპირსამაგრი კედელი შენდება

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ძირულაზე, სტიქიის პრევენციის მიზნით, ნაპირსამაგრი გაბიონი შენდება.

სოფელ ციხისძირისა და ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მიმდებარედ, ადიდებული მდინარე ხშირად ქმნიდა პრობლემებს და საფრთხეს უქმნიდა, როგორც ავტომობილების ასევე, მოქალქეების გადაადგილებას. 
საყრდენი კედელის მოწყობის სამუშაოებს შპს „მათე“ ასრულებს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 88 398 ლარით დაფინანსდა. 

გარდა აღნიშნულისა, ხარაგაულში სტიქიის პრევენციის მიზნით კიდევ ექვს ლოკაციაზე განხორციელდება საყრდენი კედლების მოწყობა. 

ნანახია: 4984 - ჯერ