საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0681.JPG

ლეღვნის ცენტრალური გზა ნოემბრის ბოლოს აღდგება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ივნისის სტიქიით დაზიანებული სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზის ერთი მონაკვეთი აღდგენილია. დასრულდა ნაპირსამაგრი გაბიონის მშენებლობა და გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ბეტონის საფარი. სამუშაოები 137 000 ლარით დაფინანსდა. 

ინტენსიურად მიმდინარეობს გზის მეორე მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები. ამჟამად ეწყობა მდინარე ლეღვნულას სანაპიროზე საყრდენი კედელი, რომლის დასრულების შემდეგაც დაზიანებულ მონაკვეთზე დაიგება ბეტონის საფარი. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზა სრულად აღდგება. გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა სტიქიის ფონდიდან 398 000 ლარით დაფინანსდა. 

 

ნანახია: 4487 - ჯერ