სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზა აღდგენილია!
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, მნიშვნელოვნად დააზარალა სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზა.
მოსახლეობა ამ დრომდე სპეციალურად მოწობილი ალტერნატიული გზით გადაადგილდებოდა.
გზის აღდგენითი სამუშაოები სტიქიის ფონდით დაფინანსდა, პროექტის ფარგლებში გზის ორ მონაკვეთზე მოეწყო ნაპირსამაგრი გაბიონი და საყრდენი კედელი, ასევე ჩაწყვეტილ ნაწილზე დაიგო ბეტონის საფარი.
საერთო ჯამში პროექტის ღირებულებამ ნახევარ მილიონ ლარს მიაღწია.