7 იანვარს ხარაგაულში ტრადიციული საშობაო ალილო ჩატარდა.
შობის მახარობლებმა ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს და გალობით ამცნეს სამყაროს უფლის დაბადება.
ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა თომა ლაცაბიძემ დაბის ქუჩები აკურთხა და მოსახლეობა დალოცა, რომლებიც გზა და გზა შემოწირულობებით უერთებოდნენ საშობაო მსვლელობას.
საშობაო ალილო ხარაგაულში, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკ ხაჩიძის ლოცვა-კურთხევითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო, რომლის ფარგლებშიც საშობაო ნობათი დაურიგდა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს