საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0754.JPG

სოფლის პროექტებისთვის ხარაგაულს 890 000 ლარი გამოეყო.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2020“ იწყება!

20 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი და მერის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

2020 წელს ხარაგაულმა სოფლის პროექტების დსაფინანსებლად 890 000 ლარი მიიღო.

პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი 2020 წლის 1 მარტამდე უნდ დასრულდეს.

დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა -
 სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება;
 ნაპირსამაგრი სამუშაოები;
 გზების და ხიდების მოწესრიგება;
 გარე განათების ქსელის მოწყობა;
 სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა.
ნუსხიდან ამოღებულია სასაფლაოების შემოღობვა და სარიტუალო სახლების აშენება-რეაბილიტაცია.

საქართველოს მასშტაბით, იმერეთის რეგიონს, გამოყოფილი თანხის 18% ხვდა წილად, ხოლო იმერეთის მუნინციპალიტეტებს შორის, აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი დაფინანსება 890 000 ლარი ხარაგაულმა მიიღო.

2020 წელს სოფლის პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი დაიხარჯება.

შეხვედრის დროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია კრებების ჩატარებასთან დაკავშირებით, განემარტათ კრების გადაწყვეტილების სწორად გაფორმება და საკრებულოში წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია.

საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის სოფლებში, სავარაუდოდ 1 თებერვლიდან დაიწყება.

ნანახია: 4149 - ჯერ