საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/gerbi.jpg

ხარაგაულს თანხა არ დაუკარგავს - მერია განცხადებას ავრცელებს!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარაგაულს საქართველოს მთავრობის 21 იანვრის განკარგულებით 4 093 472 ლარი გამოეყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაუკარგავს, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლოს დაკავებული 8 პროექტის დასაფინანსებელი 1 მილიონ 032 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს, მთავრობის ჯერ 15 იანვრის, შემდეგ კი 21 იანვრის განკარგულებების მიხედვით, ისევ გადმოეცა.

აღნიშნული თანხით კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება რვა სოფლის ცენტრალურ გზას, საერთო ჯამში 4 მილიონ 093 ათასი ლარით ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება.

მიმდინარე წელს პრიორიტეტი საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება.

2020 წელს ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება:

სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია; სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია; დაბა ხარაგაულში ფეხბურთის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და კალათბურთის მოედნის მშენებლობა; სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ღორეშის ა/ერთეულში კვადოურის გზის რეაბილიტაცია; ბორითში გოჭოურის უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი); ჩხერის გზის რეაბილიტაცია პირველი ეტაპი; უბისა, ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი); მაქათუბანში ბოჟაძეების, გამცემლიძეების და გორგაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია. ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ღვერკი-ხორითის დამაკავშირებელი გზა; სოფელ ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია; ბორითი-ღორეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) კვესრევი-ამაშუკეთი; ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი); სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია; სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია; სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ზარანში გზის რეაბილიტაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

ნანახია: 4452 - ჯერ