საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/84094975_2669747459939077_4360097464271765504_n.jpg

რა პრიორიტეტები შეირჩა ბაზალეთის თემში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ საერთო კრებების ჩატარება დაიწყო.

პირველი შეხვედრა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა, სადაც თემში შემავალი ოთხი სოფლის მოსახლეობამ მცირე პროექტების დასაფინანსებლად პრიორიტეტები თავად შეარჩია.

საერთო კრებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

ღია კენჭისყრით ბაზალეთის მოსახლეობამ, გამოყოფილი 12 000 ლარით მესხებისა და თაბუკაშვილების უბანში გზის შეკეთება და გარე განათების მოწყობა აირჩია.

ღარიხევის მოსახლეობამ 10 000 ლარით წყლის სისტემებისთვის მასალების შეძენა და გარე განათების მოწყობა გადაწყვიტა.

სოფელ წიფში ასევე, 10 000 ლარით ცენტრალურ გზაზე ღამის განათება მოეწყობა.

ქროლში ცენტრალურ გზაზე გარე განათებისა და მაქაძეების უბანში წყლის სისტემის მოწყობაზე მოსახლეობამ 10 000 ლარი გადაანაწილა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 890 000 ლარი გამოეყო.

ნანახია: 5457 - ჯერ