სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ხიდარში საერთო კრება ჩატარდა. მოსახლეობამ გამოყოფილი 16 ათასი ლარი რამდენიმე მცირე პროექტზე გადაანაწილა და შერჩეული პროექტები ხელმოწერით დაადასტურა.
შედგა ოქმი, რის საფუძველზეც სოფელი ზემოთ აღნიშნულ თანხას მიიღებს.
პრიორიტეტები ასე გადანაწილდა:
ხიდ ბოგირის მოწყობა სარიტუალო დარბაზთან, ავეჯის შეძენა ამბულატორიის შენობისთვის, საბავშვო ბაღის ეზოსთვის ატრაქციონის შეძენა და ადმინისტრაციული შენობის ეზოს კეთილმოწყობა!
სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება, რომელსაც მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობს!