საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0457.JPG

სარგვეშის თემში საერთო კრებები ჩატარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებვების ჩატარება გრძელდება. მცირე პროექტების დასაფინანსებლად მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია. 

საერთო ჯამში სარგვეშის თემზე, წელს 42 000 ლარი დაიხარჯება.

 სარგვეშის მოსახლეობა ცენტრალურ გზაზე გარე განათებას მოაწყობს.

 საბეში ასევე, გარე განათებას მოახმარენ გამოყოფილ თანხას და საუბნო გზას შეაკეთებენ.

 მიროწმინდის მოსახლეობამაც გარე განათების მოწყობას მიანიჭა პრიორიტეტი.

 ხორითში კი, საუბნო გზებს მოხრეშავენ.

კრებების ჩატარებას ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობდა. 

ნანახია: 3366 - ჯერ