საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/p084ndkl.jpg

ხარაგაულის მერია მოსახლეობას მიმართავს

ხარაგაულის მერია, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ:

დღეის მდგომარეობით, ხარაგაულის ტერიტორიაზე არცერთი პირი არ იმყოფება კარანტინში და თვითიზოლაციაში. მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის არ ყავს კორონავირუსით დაინფიცირებული არცერთი პაციენტი.

თერჯოლის კლასტერის ოჯახის წევრთან კონტაქტში მყოფ ხარაგაულელებს გაუვიდათ თვითიზოლაციის პერიოდი და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს!

 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მუდმივ კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტში მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირის ადგილზე მკურნალობის ან სტაციონარში გადაყვანის შემთხვევებს! 

თუ თქვენ გამოგივლინდათ რესპირაციული სიმპტომები, მაგრამ პირველ ეტაპზე მიზანშეწონილად არ ჩაითვალა თქვენი ცხელების ცენტრში გადაყვანა, რჩებით სახლში ოჯახის ექიმის სატელეფონო მეთვალყურეობის ქვეშ, რაც ნიშნავს, რომ ოჯახის ექიმს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომდგენელს მუდმივად ექნება თქვენთან სატელეფონო კავშირი და შეამოწმებს თქვენი
ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ხოლო თუ საჭიროდ ჩაითვალა თქვენი გადაყვანა ცხელების ცენტრში, 112-ის მოსვლამდე, გთხოვთ, დაიცავით თვითიზოლაციის და სოციალური დისტანცირების წესები. სამედიცინო პერსონალი მუშაობს თქვენთვის და თქვენი
ჯანმრთელობისთვის 24 საათის განმავლობაში;
დისტანციურ რეჟიმში თქვენ შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე მიიღოთ ექიმის კონსულტაცია.

ვლადიმე თხელიძე, კარდიოლოგი - 59514 74 07;
ჯუნი ფერაძე, კარდიოლოგი - 577 09 04 30;
მარიკა ნაცვლიშვილი - ენდოკრინოლოგი - 599 96 90 76;
აზა ფურცელაძე , ოჯახის ექიმი - 593 68 14 09;
ნანი არევაძე - პედიატრი - 597 17 74 97;
ზაური ჭუმბურიძე, ქირურგი - 593 34 44 14;
ეთევან აბრამიშვილი, ოჯახის ექიმი - 595 03 07 76;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გისურვებთ ჯანმრთელობას! 

ნანახია: 6159 - ჯერ