საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0138.JPG

კიცხში რაგბის სტადიონი აშენდება

ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა 4ივნისს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

 მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში სოფელ კიცხში აშენდება რაგბის სტადიონი, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტრიბუნით და საშხაპე კაბინებით.

ახალი სარაგბო სტადიონი მომავალში შეძლებს უმასპინძლოს რეგიონულ ტურნირებს და ფესტივლებს.

ხარაგაულელ ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ რაგბს, პროფესიონალურ დონეზე და შემდგომში მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში, თავდაპირველად სამოყვარულო დონეზე.

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას მერიის ხელშეწყობით საქართველოს რაგბის კავშირი დააფინანსებს.

ნანახია: 2326 - ჯერ