სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/gerbi_1.jpg

7 დეკემბერს საკრებულო საბიუჯეტო ცვლილებას განიხილავს

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, 10:00 საათზე გაიმართება. 
სხდომის  დღის წესრიგი.
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის მე-3 კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ.
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების
შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს: მაია ალავიძე
3 . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N 50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების
საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს: მაია ალავიძე
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ვარლამ ჭიპაშვილის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და თანამდებობიდან
გათავისუფლების შესახებ ცნობად მიღების თაობაზე.
მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ.
მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
ნანახია: 2051 - ჯერ