საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე" ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას საკონფერენციო ოთახის ინვენტარი გადასცა.
პროექტი კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაფუძნებული პროექტების შესამუშავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებას ისახავს მიზნად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პროექტში ჩართულ ყველა პირს.
ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული პროექტი, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის დ ა ქვემო ქართლის რეგიონებში ხორციელდება.
პროექტი “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.