სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0418.JPG

ბიუროს სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

15 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა პირველ საკითხად,  საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს.

საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.

სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. საკითხი მერის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში, ინგა ბერაძემ წარადგინა.

ინგა ბერაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას ითვალისწინებს. მან ასევე განმარტება გააკეთა იმ ღონისძიებებზე, რომელიც გენდერის მიმართულებით განხორციელდა. ინგა ბერაძემ ასევე წარადგინა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.  

საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ძალადობის მსხვერპლებზე ინფორმაციის მოძიება და მათზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს.

ინგა ბერაძის განმარტებით ამ ეტაპზე ძალდობის მსხვერპლ ქალს მუნიციპალიტეტის მერია ბინის ქირით უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, ქალებთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტი განხორციელდა, რაც ძირითადად მიზნად ისახვდა ქალთა ინფორმირებას და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას.

სხდომაზე ასევე განხილული იყო საკთხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც ამავე კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა წარადგინა.

ნანახია: 1844 - ჯერ