სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/151700552_3020900988157054_6003673190874893009_o.jpg

ხიდარში სოფლის პროექტებით საგზაო ინფრასტრუქტურას მოაწყობენ

ხარაგაულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, სოფელ ხიდრის მოსახლეობას საერთო კრების ფორმატში შეხვდა.
 შეხვედრაზე განიხილეს საპროექტო წინადადებები, რომლებიც ხიდრის მაცხოვრებლებმა ერთმანეთთან შეთანხმებით შეიმუშავეს და 16 000 ლარი ასე გადაანაწილეს:
გზების მოხრეშვა-გასწორხაზოვნება მასხარაშვილების, შარიქაძეების, გურგენიძეების, ხეცაძეების, გელაშვილების და აბანოს უბანში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი წელს სოფლის მცირე პროექტების განსახორციელებლად 890 000 ლარით დაფინანსდა.
ნანახია: 1924 - ჯერ