სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/159802736_3035767596670393_3289111198934310310_o.jpg

ხუნევის თემის მოსახლეობა მცირე პროექტებზე 62 000 ლარს გახარჯავს

ხუნევის თემი მეჩვიდმეტე ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც, დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
 შეხვედრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობდა.
 სოფლის საერთო კრებები ჩატარდა, ხუნევის, მაღალმთიან სოფელ გედსამანიის და ბჟინევის, ასევე ვერტყვილას და ვერტყვიჭალას მოსახლეობასთან სადაც ადგილობრივებმა შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს.
კერძოდ 
 ხუნევში 16 000 ლარი რამნდენიმე მცირე პროექტზე განაწილდა - გარე განათების სისტემის გაგრძელება ორ უბანში. ეკლესიის გზის გასწორხაზოვნება, გუბათის უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა და გზის გაწორხაზოვნება. კოშკის უბანში თავშეყრის ადგილის მოწყობა.
 გედსამანიაში - 12 000 ლარით გარე განათების სისტემის მოწყობას გეგმავენ, რიკაძეების და ჩადუნლების უბანში სანიაღვრე არხის მოწყობას და გზის გასწორხაზოვნებას, ხოლო ბლიაძეების უბანში ხიდბოგირის მოწყობას.
 ბჟინევში 10 000 ლარს ორი ხიდბოგირის მოწყობასა და სოფლის ცენტრალური გზის გასწორხაზოვნებას მოახმარენ.
 ვერტყვიჭალაში, რომელიც 16 000 ლარით დაფინანსდა ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობას გეგმავენ, ასევე, გარე განათების სისტემის მოწყობა გაგრძელდება ციცქიშვილების და გოგოლაძეების უბანში.
გოგოლაძეების უბანში კი ერთი პატარა ჩიხის მობეტონება გადაწყდა.
ვერტყვილას მოსახლეობა 10 000 ლარს შემდეგ პროექტებზე გადაანაწილებს: სოფლის ოთხ უბანში გარე განათების სისტემებს მოაწყობენ. ერთ უბანში საყრდენი კედელი გაკეთდება. ასევე, სოფლის საუბნო გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობა და გზის გასწორხაზოვნება იგეგმება.
 მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, სოფელ გედსამანიასა და სოფელ ვერტყვილაში მოხდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით თანხების დამატება. კონკრეტულად კი, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით სოფელ გედსამანიას დამატებით გამოეყო 4 000 ლარი, რომლითაც ჩადუნლების უბანში მოხდება გზის ამორტიზებული მონაკვეთის შეკეთება-მოხრეშვა, ხოლო სოფელი ვერტყვილა ასევე, დამატებით მიიღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 000 ლარს, რომლითაც ექვსი ოჯახისთვის წყლის სათავე ნაგებობა გაკეთდება.
ნანახია: 2198 - ჯერ