სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/172674190_508091033701163_7833945523206112201_n_1.jpg

დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია იგეგმება

 

დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების  რეაბილიტაცია  იგეგმება

მერიამ  აღნიშნული  სამუშაოების  განხორციელების  მიზნით,   ტენდერი  გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში  ვკითხულობთ,  დაგეგმილია სამსართულიან საცხოვრებელი  კორპუსის საერთო  სარგებლობის  კიბის უჯრედების  რეაბილიტაცია და ხუთსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა.

აღნიშნული  პროექტი  ხარაგაულის   ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   37 786   ლარით  დაფინანსდა. 

ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ძალისხმევით, დიდვაკეში ორი საცხოვრებელი ბინის მაცხოვრებლებისთვის  მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება. მოსახლეობა აღნიშნული სამუშაოების შესრულებას  უკვე წლებია ითხოვს.

 გამარჯვებული  კომპანია  28   აპრილს   გამოვლინდება,  რომელიც  ვალდებულია,  სამუშაოები  ხელშეკრულების  გაფორმებიდან 35 კალენდარული დღეში  შეასრულოს.

ნანახია: 1784 - ჯერ