სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0112.JPG

ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. თათბირს ასევე ესწრებოდა მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე.

შეხვედრაზე  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ საკითხებსა და მოსახლეობის სხვა საჭიროებებზე იმსჯელეს.

ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან პაატა კვიჟინაძესთან ერთად, აქტიურად მუშაობს დამატებითი დაფინანსების მოპოვებაზე. თანხების მოიძების შემთხვევაში პრიორიტეტი  უკვე დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიენიჭება.

 ვარლამ ჭიპაშვილმა წარმომადგენლებს სოციალური მიმართულებით მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე წარმომადგენლებისგან, მერის პირველმა მოადგილემ ინიციატივების გამოჩენა და  მერიის სოციალური პროგრამების შესახებ, მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირება მოითხოვა .  

 თათბირზე მერის პირველი მოადგილე დაინტერესდა , რამდენად აქტიურად სარგებლობს მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტით, რომელიც  ნადაბური-ხარაგაულის მონაკვეთზე დაინიშნა.

 შეხვედრაზე დაისვა  კითხვა რამდენად იქნება მოსახლეობის დაინტერესება,    სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულიდან ხარაგაულის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის  შემთხვევაში.

 

 

 

ნანახია: 572 - ჯერ