სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/mta.jpg

გედსამანიასა და ზვარეში გზების რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები დასრულდა

მაჟორიტარი დეპუტატის , პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი ძალისხმევის და ჩართულობის შედეგად, მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე ორ სოფელში მასშტაბური პროექტები განხორციელდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გედსამანიასა და ზვარეში გზების რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები დასრულდა. სოფელ გედსამანიაში ბეტონის საფარი გზის 1 350 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა. პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 535 948 ლარია.

გარდამავალი პროექტია, ასევე, სოფელ ზვარეს გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 700 482 ლარს შეადგენს და ბეტონის საფარი 1 500 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება.

ზემოთ აღნიშნული პროექტები მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

წელს მთის  განვითარების  ფონდიდან  ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ყველაზე დიდი დაფინანსება 650 ათასი ლარი მიიღო.

 

ნანახია: 1739 - ჯერ